•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » წვნიანები » ფრანგული ხახვის სუპი, ყველის ჩხირებით

    საიტის გაუმჯობესებისათვის გთხოვთ დახმარებას, მოგვწერეთ თქვენი სურვილები შემდეგ მისამართზე info@intsamzareulo.com.
    პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია. დამატებით

    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1257
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 17-02-2012, 01:14
    17-02-2012, 01:14

    ფრანგული ხახვის სუპი, ყველის ჩხირებით

    კატეგორია: რეცეპტები » წვნიანები

    ფრანგული ხახვის სუპი, ყველის ჩხირებით
    შემადგენლობ:

    სუპისთვის:

    3 დიდი თავი ხახვი

    3 ს.კ. კარაქი

    3 კბილი ნიორი

    150 მლ თეთრი მშრალი ღვინო

    1 ლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი

    4 ნაჭერი თეთრი პური

    მარილი

    100 გრ შვეიცარული ყველი

    ყველის ჩხირებისთვის:

    100 გრ შვეიცარული ყველი

    150 გრ ფქვილი

    ½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი

    ½ ჩ.კ. მარილი

    ½ ჩ.კ. პაპრიკა

    ½ ჭიქა რძე

    75 გრ კარაქი

    მომზადების წესი:

    ხახვი დავჭრათ ნახევარ წრეებად. ნიორი დავჭრათ წვრილად. სქელ ძირიან ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ხახვი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 25 წთ–ის განმავლობაში. დავამატოთ ნიორი, ფქვილი და ვამზადოთ კიდევ 3 წთ–ი.

    დავასხათ ღვინო, წამოვადუღოთ. დავამატოთ ცხელი ბულიონი, მარილი, პილპილი. დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 10 წთ–ის განმავლობაში თავდახურული.

    პურს მოვაცალოთ ქერი. ტაფაზე გავაცხელოთ 1 ს.კ. ზეთი, შევწვათ პური ოქროსფერი ფერის მიღებამდე, დაახლოებით 2 წთ-ი თითო გვერდზე. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ნახევარი ყველი დავამატოთ სუპის ქვაბში. ამოვურიოთ და მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან. სუპი გადმოვიღოთ ქოთნებში. თითოეულ ქოთანში წვნიანს დავადოთ შემწვარი პური, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ 200 ℃-მდე გახურებულ ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში 3 წთ-ით.

    ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. კარაქი გავალღოთ ოთახის ტემპერატურაზე. ყველი და კარაქი შევურიოთ ერთმანეთ. დავამატოთ რძე, მარილი და პაპრიკა, გადავურიოთ. დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 30 წთ-ით.

    გავაბრტყელოთ ცომი თხელ ფენად. მოვაჭრათ არასწორი გვერდები ისე, რომ მივიღოთ დიდი მართკუდხედი. დავჭრათ ცომი 10 სმ-ის სიგრძის და 1,5 სმ-ის ზოლებად. დავახვიოთ ზოლები სპირალისებურად. დავდოთ ცხიმ წასმულ ჟარუნაზე და შევდგათ ღუმელში 15 წთ-ით. მივირთვათ სუპთან ცხელი.

    თეგები სტატიაზე: ფრანგული, ხახვი, შვეიცარული ყველი, ნიორი, გამაფხვიერებელი პაპრიკა

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.
    <
    Gogi

    18 თებერვალი 2012 12:15

    ინფორმაცია კომენტარზე
    • ჯგუფი: გურმანი
    • ICQ:
    • რეგისტრაცია: 11.08.2011
    • პუბლიკაცია: 3
    • კომენტარები: 10
    როგორ მაინტერესებს :)
    <
    CookMan

    18 თებერვალი 2012 13:33

    ინფორმაცია კომენტარზე
    • ჯგუფი: ადმინისტრატორი
    • ICQ:
    • რეგისტრაცია: 5.04.2011
    • პუბლიკაცია: 345
    • კომენტარები: 29
    მეც ძალიან მაინტერესებს ჩემო გოგი winked

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *
    ^