•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » წვნიანები » წვნიანი ქათამით და გუფთებით

    საიტის გაუმჯობესებისათვის გთხოვთ დახმარებას, მოგვწერეთ თქვენი სურვილები შემდეგ მისამართზე info@intsamzareulo.com.
    პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია. დამატებით

    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 671
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 17-06-2013, 15:04
    17-06-2013, 15:04

    წვნიანი ქათამით და გუფთებით

    კატეგორია: წვნიანები, ფრინველი

    წვნიანი ქათამით და გუფთებით

    შემადგენლობა:

    წვნიანისთვის:

    680 გრ ქათმის მკერდი, დაჭრილი ზომიერ კუბებად

    1 დიდი ხახვი, წვრილად დაჭრილი

    3 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი

    4 ნიახური ღერო, თხლად დაჭრილი

    4 სტაფილო, თხლად დაჭრილი

    110 გრ კარაქი + 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი და მარილი

    1 ს.კ. ახალი დაფქული მდოგვის მარცვალი

    1/8 ს.კ. დანაყული კურკუმა

    1 დაფნის ფოთოლი

    2 ლ. ქათამი ბულიონი

    1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში

    ახალ დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

    გუფთა:

    3/4 ჭიქა ფქვილი

    3 ს.კ. გახეხილი პარმეზანს

    1 ს.კ. ტიმიანის ფოთლები, წვრილად დაჭრილი

    1/2 ჩ.კ. როზმარინი, წვრილად დაჭრილი

    1/2 ჩ.კ. მარილი

    1/4 ჩ.კ. ახლად დაფქულიშავი შავი წიწაკა

    3/4 ჭიქა რძე

    მომზადების წესი:

    დიდ ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, დავასხათ ზეთი და დავაყაროთ მარილი. დავამატოთ ხახვი, ნიორი, ნიახური და სტაფილო. ვთუშოთ 8-10 წთ–ის განმავლობაში. ვურიოთ პერიოდულად.

    დავამათოთ მდოგვი, კურკუმა, დაფნა და ქათმის ბულიონი. წამოვადუღო ულიონი. დავუწიოთ ცეცხლს და დავაფაროთ თავსახური, ვხარშთ 15 წთ–ი.

    სანამ ბულიონი მზადდება, ჯამში შევურიოთ გუფთის ყველა ინგრედიენტი. ვზილოთ მანამ სანამ მასა არ შეიკვრება.

    მომზადებულ ბულიონი წამოვადუღოთ და დავამატოთ ქათმის ფილე დაჭრილი კუბიკებად. ჩაის კოვზით გუფთის მასისგან გავაკეთოთ პატარა გუფთები და ჩავყაროთ ადუღებულ ბულიონში. ვხარშოთ 5 წთ–ი, სანამ ქათმის ფილე და გუფთები მომზადდება. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და მიირთვით თბილი.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: ქათამი, გუფთა, წვნიანი, კურკუმა, ოხრახუში

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *
    ^