შემადგენლობა:
500 გრამი სოკო
2-3კონა ტარხუნა
3 საშუალო ზომის ხახვი
ნახევარი კონა ახალი ხახვი
1 კონა ქინძი
ნახევარი კონა ოხრახუში
2-3 ღერი ნიახური
წიწაკა
ტყემალი
მომზადების წესი:
გარეცხილ ქამა სოკოს დაჭრით ისე რომ თითოეული გაიყოს 3-4 ნაჭრად. რაც შეიძლება დაბალ ცეცხლზე დადგით ღრმა ქვაბი და დაასხით მცირე რაოდენიბით ზეთი ან კარაქი. სოკო მოათავსეთ ქვაბში და ადუღეთ საკუთარ წვენში. წვენის დაშრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით თეთრი ღვინო. სოკოს მომზადების პროცესშივე დააყარეთ ალყად დაჭრილი ხახვი და მარილი. შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ მომზადების მეორე ეტაპზე.
წინასწარ დაჭრილი მწვანილი ლაგდება ფენა-ფენად შემდეგი თანმიმდევრობით. ახალი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, მწვანე წიწაკა აურიეთ ერთმანეთში და ისე მოაყარეთ მომზადებულ სოკოს. შემდეგ მოაყარეთ ტყემალი ზომიერად, რომ კერძი არ დაამჟავოს (შეგიძლიათ, როგორც ახალი ისე დაკონსერვებული). ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ტარხუნა. მწვანილი ისე უნდა იყოს მოყრილი რომ სოკოს ფენა ზემოდან არ ჩანდეს. დააფარეთ ქვაბს თავსაფარი და დააფიქსირეთ დაბალი ცეცხლი. თავსაფარის დახურებიდან 20-25 წუთში კერძი მზადაა. ხორცის შემთხვევში კერძი ქაფდება და ეს ქაფი აუცილებელია უკან ჩაბრუნდეს, ამიტომაც ქვია მას "ჩაქაფული". იცოდიით?
ძალიან კარგი ! თუ კერძმა ქაფი გაიკეთა ესეიგი თქვენ ის გამოგივიდათ. წარმატებას გისურვებთ და გემრიელად მიირთვით.
ხო მართლა, თეთრი ცქრიალა ღვინო ნამდვილად მოუხდება თქვენს მომზდებულ კერძს ..





