შემადგენლობა:
• ქათმის ღვიძლი - 500 გრ.;
• კვერცხი - 6 ც.;
• კარტოფილის სახამებელი - 1 ჩ.კ.;
• მარილი - 2 ჩ.კ.;
• მდოგვის მარცვლები - 1 ს.კ.;
• სტაფილო - 300გრ.;
• მცენარეული ზეთი - 4 ს.კ.;
• მაიონეზი - 6 ს.კ.;
მომზადების წესი:
კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კრახმალი და მარილი ერთი ჩაის კოვზი. კარგად შევურიოთ. მიღებული მასით გამოვაცხოთ ბლინები. გავაგრილოთ და დავჭრათ წვრილ ზოლებად.
ქათმის ღვიძლები გავრეცხოთ, ზეთ წასმულ ჟარუნაზე დავალაგოთ და მოვაყაროთ მარილი. შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთი.
გამზადებული ღვიძლები გავაგრილოთ და დავჭრათ მსვილ ნაჭრებად.
სტაფილო გავთალოდ და დავჭრად ზოლებად, მოვთუშოთ ერთ ჩაის კოვზ მცენარეულ ზეთში 5-8 წუთი.
მდოგვის მარცვლები დავნაყოდ.
შევურიდ ერთმანეთს: კვერცხის ლაფშა, ღვიძლის ნაჭრები და სტაფილო. დავუმატოთ დანაყილი მდოგვი, მაიონეზი და კარგად შევურიოთ. მაიონეზი შეურიეთ სუფრაზე მიტანამდე ნახევარი საათით ადრე.





