•  

    საიტის გაუმჯობესებისათვის გთხოვთ დახმარებას, მოგვწერეთ თქვენი სურვილები შემდეგ მისამართზე info@intsamzareulo.com.
    პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია. დამატებით

    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 3591
    • ავტორი: datuna777
    • თარიღი: 10-05-2011, 17:25
    10-05-2011, 17:25

    ჩაქაფული

    კატეგორია: ხორცის კერძები, ქართული სამზარეულო

    ჩაქაფული
    შემადგენლობა:
    • ხბოს ან ბატკნის ხორცი ( ფერდის ნაწილი ) 2 კგ
    • ტარხუნა : 4 კონა
    • მწვანე ხახვი 2 კონა
    • ახალი ნიორი 3 ღერი (მწვანე)
    • ქინძი, ოხრახუში, ნიახური 1-1 კონა
    • მწარე წიწაკა 2 ცალი (მწვანე)
    • ტყემალი 300 გრამი
    • ღვინო 0,5 ლიტრი

    მომზადება წესი:
    ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კარგად გავწუროთ, დავჭრათ მწვანილი და მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში. ავიღოთ დიდი ზომის ქვაბი და შიგნით მოვათავსოთ ხორცი ისე რომ ძირი მთლიანად დაფაროს, დავაყაროთ მწვანილი, თხელი ფენა, თხლად დაჭრილი მწარე წიწაკა და ტყემალი. ამის შემდეგ კვლავ დავაყაროთ ხორცი, შემდეგ მწვანილი... და ასე ფენა-ფენა; (ქვაბის თავი მთლიანად მწვანილით უნდა იყოს დაფარული), ბოლოს დავასხათ ღვინო ისე რომ ხორცის ფენა მთლიანად დაიფაროს ( ქვაბში უნდა ჩაასხათ მხოლოდ ღვინო და არა წყალი) და დავდგათ საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე, წამოდუღებამდე ხოლო შემდეგ დაუწიოთ. როდესაც ხორცი მოიხარშება ამოვურიოთ და შევაგემოვნოთ მარილით.

    თეგები სტატიაზე: ბატკნის, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ნიორი, ღვინო, ტყემალი, ტარხუნა, წიწაკა

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.
    <
    eka

    11 აპრილი 2013 21:20

    ინფორმაცია კომენტარზე
    • ჯგუფი: სტუმარი
    • ICQ:
    • რეგისტრაცია: --
    • პუბლიკაცია: 0
    • კომენტარები: 0
    მიკვარს გემრიელი კერზები

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *
    ^