•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1993
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 30-04-2015, 01:01
    30-04-2015, 01:01

    პიკნიკი მსუბუქად

    კატეგორია: ფრინველი, სოუსები, მაყალი, სასმელები, კემპინგი

    პიკნიკი მსუბუქად

    შემადგენლობა:

    მარინადი ქათმისთვის:

    2 კგ ქათმის ფილე

    2 ფორთოხალი

    200 მლ სოიოს სოუსი

    1 ჯინჯერის ფესვი

    სოუსი ჩიმჩური:

    125 მლ ზეითუნის ზეთი

    60 მლ წითელი ღვინის ძმარი

    1 საშუალო ზომის ხახვი

    1-1 კონა ოხრახუშ და ქინძი

    4 კბილი ნიორი

    5 ფოთოლი ნიახური ან 2 ძირი ორეგანოს ფოთლები

    1/2 მწვანე წიწაკა ან გემოვნებით

    1/4 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა ან გემოვნებით

    1/4 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა ან გემოვნებით

    ორანჟადა:

    8 ფორთოხალი

    2 ლიმონი

    500 გრ შაქარი

    2,5 – 3 ლ. წყალი

    მომზადების წესი:

    მარინადი ქათმისთვის:

    ქათმის ფილე დავჭრათ ზომიერ ნაჭრებად. ჯინჯერი გავთალოთ და გავხეხოტ სახეხზე, ფორთოხალს მოვაშოროთ ცედრა. გახეხილ ჯინჯერს და ფორთოხლის ცედრას მოვასხათ სოიოს სოუსი. მიღებულ მარინადში ჩავალაგოთ ქათმის ფილე და გავაჩეროთ მინიმუმ 30 წთ-ი.

    სოუსი ჩიმჩური:

    ხახვი გავფრცქვნათ და გავჭრათ ოთხ ნაწილად. ოხრახუში და ქინძი დავჭრათ. მწვანე წიწაკას მოვაშორეთ თესლი და ხარიხები. ბლენდერში მოვათავსოთ ხახვი, ნიორი, ოხრახუში და ქინძი, ნიახურის ფოთოლი და წიწაკა. ჩავასხათ ძმარი და დავაბლენდეროთ იმპულსურად, ისე რომ არ გახდეს ერთგვაროვანი მასა.

    მიღებული სოუსი გადავიტანოთ ქილაში, დავამატოთ ზეითუნის ზეთი. შევაზავოთ მარილით, შავი და წითელი წიწაკით, გემოვნებით. კარგად გადავურიოთ. თუ სოუსი სქელი გამოვიდა დავამატოთ ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.

    პიკნიკი მსუბუქადსეროფი:

    გავრეცხოთ ფორთოხალი და ლიმონი. მჭრელი დანით მოვაშოროთ ცედრა, ნაყოფზე დავტოვოთ თეთრი რბილობი. ცედრა მოვათავსოთ ქვაბში, წყალთან და შაქართან ერთად. ქვაბი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ, ვურიოთ, სანამ შაქარი არ გადნება მთლიანად, ამავდროულად ვსრისოთ ცედრა. დავაფაროთ ქვაბს თავსახური და გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. გადავწუროთ ბოთლებში და შევდგათ მაცივარში. გასუფთავებული ფორთოხალი და ლიმონი ჩავალაგოთ ცელოფნის პაკეტში, შევინახოთ მაცივარში. გავყინოთ წყალი ყინულისთვის.

    გავაღვივოთ ნაკვერჩხალი. ქათმის ფილე წამოვაცვათ შამფურებზე, ჩამოვწუროთ ზედმეტი მარინადი. დავალაგოთ შამფურები ნაკვერჩხალზე 6-10 წთ-ით, მწვადის შეწითლებამდე, ვატრიალოთ შამფური პერიოდულად.

    გშუაზე გავჭრათ ფორთოხლები და ლიმონები, გამოვწუროთ წვენი. ჩავასხათ დიდ ბოთლში, ჩავასხათა ამავე ბოდლში სეროფი. ჭიქებში დავასხათ და თითოეულ ჭიქაში ჩავყაროთ რამოდენიმე ყინული.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: ქათამი, მარინადი, მაყალი, ქემფინგი, სასმელი, ფორთოხალი, ჩიმჩური

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.
    <
    kartingMup

    დღეს, 02:04

    ინფორმაცია კომენტარზე
    • ჯგუფი: გურმანი
    • ICQ: 656342345
    • რეგისტრაცია: 18.08.2017
    • პუბლიკაცია: 0
    • კომენტარები: 1
    --- ежедневные прогнозы на спорт бесплатно, спорт прогноз матчей или прогноз баскетбол

    --------------------

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^